ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ტერა პრაიმი სპეციალიზირებულია მშენებლობის და რემონტის ფართო სპექტრში, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ, კომერციულ და სამრეწველო პროექტებს. საწყისი დიზაინიდან საბოლოო ინსპექციამდე, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს დამკვეთებთან, რათა გავიგოთ მათი ხედვა და მოვერგოთ მათ საჭიროებებს.

 

  • მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი გუნდი
  • ხარისხისა და სიზუსტის ერთგულება
  • მდგრადი და პასუხისმგებლიანი სამშენებლო პრაქტიკა

ჩვენთან თანამშრომლობა მარტივია

about

01

დაკავშირება

დაინტერესების შემთხვევაში გვიკავშირდებით, ჩვენი გუნდი მოდის ადგილზე, ეცნობა სამუშაოების სპეციფიკას და იგებს თქვენ მოთხოვნებს.

02

შეთავაზება

როდესაც ჩვენი გუნდი გაეცნობა პროექტს და გაიგებს თქვენს საჭიროებებს, ვამზადებთ შეთავაზებას და გაგზავნით თქვენი პროექტის მიახლოებით ბიუჯეტს.

03

კონტრაქტი

როდესაც შევთანხმდებით მიახლოებით ბიუჯეტზე, ვამზადებთ ზუსტ ხარჯთაღრიცხვას, ვდებთ ხელშეკრულებას და იწყება თქვენი პროექტის განხორციელება.

მისია / მიზანი

გამოგვყევი

ჩვენი ხედვა

ჩვენ ინოვაციური მიდგომებით, ხარისხითა და მდგრადობით, მივისწრაფით სამშენებლო სექტორის ლიდერობისკენ. მიზნად გვაქვს შევქმნათ სივრცეები, რომლებიც არა მხოლოდ ფუნქციური და ესთეტიურად გამორჩეული, არამედ მდგრადი და ეკო-მეგობრულიცაა. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ჩვენი დამკვეთების კმაყოფილებას.

მისია

ჩვენი მისიაა შევქმნათ გამორჩეული ხარისხისა და სიზუსტის სივრცეები, რომლებიც აკმაყოფილებს და აჭარბებს ჩვენი კლიენტების მოლოდინს. ვცდილობთ შევიტანოთ ინოვაცია, მდგრადობა და პასუხისმგებლობა თითოეულ პროექტში, დავაგოთ მყარი საფუძვლები არა მხოლოდ ნაგებობებისთვის, არამედ ნდობისა და გრძელვადიანი პარტნიორობისთვის.  

ჩვენი გუნდი

გაიცანით ჩვენი გუნდი

გიორგი იმერლიშვილი

ტექნიკური დირექტორი

სოფია მირცხულავა

მარკეტინგის მენეჯერი

გჭირდებათ დახმარება?

ერთად ავაშენოთ რამე დიდებული!

არ შეჩერდე და განახორციელე შენი მომავლის შენება. თანამშრომლობისთვის აირჩიე ტერა პრაიმი და შეიგრძენი თანამედროვე მომსახურება და ხარისხი.

image

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

დამკვეთები ამ კითხვებს ყველაზე ხშირად გვისვამენ.

Yes, all our projects come with a quality warranty. The warranty period depends on the type of work and is discussed in detail when signing the contract.

თანამშრომლობისთვის დაგვირეკეთ საიტზე მითითებულ ნომერზე, ან მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: prime@terra.com.ge, ჩვენ მზად ვართ, გავმართოთ კონსულტაცია და განვიხილოთ თქვენი იდეები.

ჩვენთან მოქმედებს გადახდის მოქნილი გრაფიკი. პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, პროექტის საჭიროებების გათვალისწინებით.

პროექტის ღირებულება განისაზღვრება შემდეგი ფაქტორების მიხედვით: მასალების ტიპი და რაოდენობა სამუშაოების სირთულე და მოცულობა მშენებლობის ვადა ზუსტი ღირებულების გასაგებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საიტზე მითითებული საკონტაქტო საშუალებებით.

ჩვენ ვთავაზობთ სამშენებლო მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის:  საცხოვრებელი სახლების მშენებლობა კომერციული შენობების მშენებლობა რემონტისა და სარესტავრაციო სამუშაოები არქიტექტურული და საინჟინრო მომსახურება ინტერიერის დიზაინი