მშენებლობა

მშენებლობის ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი სწორად, ხარისხიანად და დროის მაქსიმალურად ეფექტური გადანაწილებით წარმართვა. ამიტომ, დამკვეთთან შეთანხმების შემდეგ კონკრეტული პროექტისთვის გამოიყოფა პროექტის მენეჯერი, რომელიც პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე აკომპლექტებს სამშენებლო ჯგუფს. პროექტის მენეჯერი, უშუალო ურთიერთობაშია დამკვეთთან. დამკვეთისთვის კომფორტული პირობების უზრუნველყოფის მიზნით, პროექტის მენეჯერი ახდენს მის მუდმივ ინფორმირებას პროექტის მიმდინარეობის შესახებ, ჩართულია მიმდინარე პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის პროცესში, აძლევს რჩევებს ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების ოპტიმალური გადაწყვეტის თაობაზე.

ასევე, სამშენებლო მოედანზე მუდმივად იმყოფება საქმეთა მწარმოებელი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს სამშენებლო პროცესს და უზრუნველყოფს მის ორგანიზებას. კონკრეტული სამუშაოების დასრულების შემდეგ, შესრულებულ სამუშაოებს აკონტროლებს და ამოწმებს ხარისხის მართვის მენეჯერი, რათა უზრუნველყოფილი იყოს სტანდარტების დაცვა და ხარისხის მაღალი დონე. წინასწარ გაწერილი გეგმის, მშენებლობის პროცესში შესყიდვების და მომარაგების სამსახურები უზრუნველყოფენ ყველა საჭირო მასალის და მომსახურების ოპერატიულ შეძენა-მიწოდებას.