რემონტი

რემონტის დაწყებამდე აუცილებელია სივრცის გეგმარებისა და დიზაინის შექმნა. თუ დამკვეთს ეს არ გააჩნია, ტერა პრაიმი გამოყოფს დიზაინერს, რომელიც პირველ ეტაპზე უზრუნველყოფს სივრცის სწორ დაგეგმარებას და დიზაინის მომზადებას.

რემონტის პროცესს მართავს კომპანიის მიერ დანიშნული პროექტის მენეჯერი, რომელიც მუდმივად კომუნიკაციაშია დამკვეთთან. პროექტის მენეჯერი აცნობებს დამკვეთს რემონტის ყველა ეტაპზე, უზრუნველყოფს პროცესის ორგანიზებას და ამაში აქტიურად ითვალისწინებს დამკვეთის სურვილებსა და საჭიროებებს.

სარემონტო მასალების შესყიდვა სრულდება კომპანიის მიერ გამოყოფილი შესყიდვების მენეჯერის მიერ. პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და მკაფიო, რაც მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს ქმნის დამკვეთისთვის. კონკრეტული სამუშაოების დასრულების შემდეგ, შესრულებულ სამუშაოებს ამოწმებს ხარისხის მართვის მენეჯერი, რათა უზრუნველვყოთ რემონტის მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის სრული დაცვა.